loader

ბატონ ივანიშვილთან შესაძლო შეხვედრის შესახებ ოფიციალური განცხადება არ ყოფილა - ვლადიმერ პუტინი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბატონ ივანიშვილთან შესაძლო შეხვედრის შესახებ ოფიციალური განცხადება არ ყოფილა - ვლადიმერ პუტინი

მე არ ვიცნობ პირადად ბატონ ივანიშვილს. როგორც ვიცი, მას ჰქონდა რუსეთში ბიზნესი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილთან შესაძლო შეხვედრის შესახებ ოფიციალური განცხადება არ ყოფილა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა საბოლოოდ ამის შესაძლებლობა არ გამორიცხა.

"მე არ ვიცნობ პირადად ბატონ ივანიშვილს. როგორც ვიცი, მას ჰქონდა რუსეთში ბიზნესი. ვიმეორებ, რომ პოზიტიური სიგნალები მოდის საქართველოდან და ჩვენ მზად ვართ, ასევე ვუპასუხოთ. თუმცა, ასეთი დონის შეხვედრა ძალიან კარგად უნდა იყოს მომზადებული და რაღაც პოზიტიურით უნდა დამთავრდეს. ჯერ ვერც კი წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს ჩვენი განხილვის თემა", - დასძინა პუტინმა.

იხილეთ:

- სააკაშვილმა სიტუაცია ჩიხში შეიყვანა და ვერ ვხედავ აქედან გამოსავალს - ვლადიმერ პუტინი