loader

ჰილარი კლინტონს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოსტზე ჯონ კერი შეცვლის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰილარი კლინტონს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოსტზე ჯონ კერი შეცვლის

აშშ-ს შემდეგი სახელმწიფო მდივანი, როგორც მოსალოდნელი იყო ჯონ კერი გახდება, რომელიც ამ პოსტზე ჰილარი კლინტონს შეცვლის. ბარაკ ობამამ უკვე წარადგინა კერი სახელმწიფო მდივნის პოსტზე. პრეზიდენტის თქმით, ჯონ კერი იდეალური კანდიდატურაა ამერიკული დიპლომატიისთვის. 69 წლის ვიეტნამის ომის ვეტარანი ჯონ კერი სენატში საგარეო საქმეთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა. იგი 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას და ჯორჯ ბუშთან დამარცხდა.