loader

ისრაელის მთავრობამ გამხდარი მოდელები აკრძალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისრაელის მთავრობამ გამხდარი მოდელები აკრძალა

ისრაელი გამხდარ მოდელებთან ბრძოლას იწყებს. მთავრობამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მედიას, ვებსაიტებს და სამოდელო შოუებს ზედმეტად გამხდარი მოდელების ჩვენება აუკრძალა. 2013 წლიდან სამოდელო სააგენტოები ზედმეტად გამხდარ გოგონებს კონტრაქტს შეუწყვეტენ და პოდიუმზე მხოლოდ ჯანსაღი გარეგნობის ქალები გამოვლენ. ისრაელში ამბობენ, რომ ე.წ. სტერეოტიპი - "ჩამომხმარი მოდელი" წარსულს ჩაბარდა.

მოდელი ვალდებულია ჰქონდეს ისეთივე "ხორცსავსე" ფორმა, როგორიც პოპულარულ ებრაელ მოდელ, ბარ რაფაელის. ისრაელში მოღვაწე ყველა მოდელს ევალება, შოუს ჩვენებამდე, ან ფოტოსესიამდე ექიმის ხელმოწერილი სამედიცინო ცნობა წარმოადგინოს, სადაც მითითებული იქნება, რომ გოგონა არ შიმშილობს.

მსოფლიოში უამრავი მოდელი იტანჯება ანორექსიით. 2006 წელს იტალიასა და ინდოეთში სამოდელო სააგენტოებმა მასიურად დაითხოვეს ზედმეტად გამხდარი გოგონები. ჯანსაღი კვების მხარდამჭერი ორგანიზაციების კატეგორიული მოთხოვნით, რამდენიმე თვით პოდიუმიდან, ფოტოსესიებიდან და სარეკლამო რგოლებიდან სუსტი აღნაგობის მოდელები "გაქრნენ", ხოლო მილანისა და მადრიდის მოდის კვირეულებზე ახალი კოლექციების წარდგენის პატივი მხოლოდ "ხორციან" მოდელებს ერგოთ.

ასევე იხილეთ: ყველაზე წვრილი წელის მქონე მოდელი