loader

პოლიციამ სპეცოპერაციის დროს ოქროს "კალაშნიკოვი" ამოიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციამ სპეცოპერაციის დროს ოქროს "კალაშნიკოვი" ამოიღო

ჰონდურასის პოლიციამ სპეცოპერაციის დროს მოოქროვილი და ბრილიანტებით მოოჭვილი АК-47 იპოვა. მისი ღირებულება 50 000 დოლარია.

მოოქროვილი ავტომატი და ორი ვერცხლის მჭიდი პოლიციელებმა ქვეყნის დედაქალაქ ტეგუსიგალპადან 300 კილომეტრის მოშორებით, ერთ-ერთ რანჩოში სპეცოპერაციის დროს იპოვეს. სამართალდამცავების აზრით, ნაპოვნი ავტომატი ჰონდურასელ ნარკომოვაჭრეებს ეკუთვნით.

სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავებმა ორი მამაკაცი დააკავეს, რომელთა ავტომანქანებში ავტომატები და ყუმბარმტყორცნები აღმოაჩინეს.