loader

ბურგერი, რომელიც შეფუთვასთან ერთად იჭმევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბურგერი, რომელიც შეფუთვასთან ერთად იჭმევა

ბრაზილიურმა სწრაფი კვების ობიექტმა - Bob-მა საკუთარი პროდუქცია საკვებად ვარგის შესაფუთში მოათავსა. რესტორნის სტუმრებს შეუძლიათ, ბურგერები შეფუთვასთან ერთად მიირთვან. Bob-ის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება ეკოლოგიაზე ზრუნვით ახსნა. 

აშშ-ში 2010 წელს 75 მლნ ტონა ნაგავი დაგროვდა, გადამუშავებას კი მხოლოდ ნახევარი დაექვემდებარა. შესაბამისად, მეცნიერებს ამ პრობლემის მოგვარება დაევალათ. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორებმა, რომლებიც ახალი საკვები პროდუქტის შექმნაზე მუშაობენ, შექმნეს პროდუქტი, რომელიც როგორც შესაფუთად, ისე საჭმელადაც გამოიყენება.


საინფორმაციო პორტალი ამბები.გე