loader

ქეით მიდლტონის პირველმა ოფიციალურმა პორტრეტმა მითქმა-მოთქმა გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქეით მიდლტონის პირველმა ოფიციალურმა პორტრეტმა მითქმა-მოთქმა გამოიწვია

დიდ ბრიტანეთში ნაციონალური გალერეის ახალ შენაძენს მითქმა-მოთქმა მოჰყვა. საქმე ეხება, ქეით მიდლტონის პირველ ოფიციალურ პორტრეტს, რომელიც მხატვარმა პოლ ემსლიმ დახატა. მხატვრის განცხადებით, ის ცდილობდა ობიექტური ყოფილიყო ხატვისას, რის გამოც შექება დაიმსახურა ქეითისგან, რომელიც, თავის მხრივ, ხელოვნებათმცოდნეა. ამის მიუხედავად, კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ჰერცოგინია უბრალოდ, ძალიან ზრდილობიანია და არ უნდოდა შეურაცხყოფა მიეყენებინა მხატვრისთვის, რომელმაც ის "დააბერა".

ექსპერტების თქმით, ქეითი სურათზე 10 წლით უფრო ასაკოვნად გამოიყურება, ვიდრე სინამდვილეში, ხოლო დასიებული ქუთუთოები და ნაძალადევი ღიმილი, სულაც არ სძენს მას მიმზიდველობას.