loader

საქართველოს ხელისუფლებისგან დსთ-ში დაბრუნების დიდ სურვილს ვერ ვხედავ - ალექსანდრე ლუკაშენკო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს ხელისუფლებისგან დსთ-ში დაბრუნების დიდ სურვილს ვერ ვხედავ - ალექსანდრე ლუკაშენკო

15 იანვარს მინსკის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტს საქართველოზე შეკითხვა ჟურნალისტმა თენგიზ დუმბაძემ დაუსვა: "თქვენ ახალ წლამდე გააკეთეთ სერიოზული განაცხადი, როცა თქვით, რომ მზად ხართ, ყველაფერი გააკეთოთ, რათა საქართველო დააბრუნოთ დსთ-ში. დღეს საქართველოში, სამწუხაროდ, არ არის მარტივი სიტუაცია. ყველამ ვიცით, რომ დამყარდა ორხელისუფლებიანობა, დღითიდღე უფრო იძაბება სიტუაცია და ღმერთმა არ ქნას, საქმე მორიგ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს. მოახდენს თუ არა ეს ყველაფერი ზეგავლენას თქვენს განცხადებაზე, თუ თქვენი დამოკიდებულება საქართველოსადმი არ შეიცვლება?"

"რა თქმა უნდა, ძველებურად, მაგრამ ჩვენ ამის აფიშირება არ გაგვიკეთებია. მე მქონდა კონსულტაციები გარკვეული წრის ხალხთან ამ საკითხზე, რომ თუნდაც დამკვირვებლის სტატუსით საქართველო დაბრუნდეს დსთ-ში. მთავარია, ისინი ჩვენთან იყვნენ, პრეზიდენტიც, პრემიერ-მინისტრიც, შესაბამისი სტრუქტურების მინისტრებმა მონაწილეობა მიიღონ საერთო პროცესში. ეს ხომ საქართველოს ინტერესების სფეროა. მე მქონდა მოლაპარაკებები საკმაოდ გავლენიან პოლიტიკურ ფიგურებთან - მათ არ დავასახელებ, მაგრამ დღესდღეობით ვერ ვხედავ დიდ სურვილს საქართველოს ხელისუფლებისგან ამ მიმართულებით მოძრაობის, განსაკუთრებით კი, ახალი ხელისუფლებისგან.

მე ვფიქრობ, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის ტესტი იქნება. თუ თქვენ არ გინდათ დსთ-ში რაიმენაირი სახით დაბრუნება, ესე იგი, თქვენ დასავლეთში ვინმე გიჭერთ. ეს მხოლოდ საქართველოზეა დამოკიდებული, არა დსთ-ზე, არა რუსეთზე, არა ჩვენზე. ექნება საქართველოს სურვილი? მაშინ ისინი ჩვენთან ერთად იქნებიან ერთ მაგიდასთან საერთო პრობლემების, მათ შორის, საქართველოს პრობლემების განსახილველად" - აღნიშნა ლუკაშენკომ.