loader

ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე ბიონსემ ამერიკის ეროვნული ჰიმნი შეასრულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე ბიონსემ ამერიკის ეროვნული ჰიმნი შეასრულა

ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეული ბარაქ ობამას ინაუგურაცია გაიმართა.
აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, ინაუგურაცია 20 იანვარს უნდა გამართულიყო, მაგრამ წელს 20 იანვარი კვირაა და ფიცის დადების სახალხო ცერემონია 21 იანვარს დაიგეგმა. თუმცა 20 იანვრის 12:00 საათიდან ბარაკ ჰუსეინ ობამა ოფიციალურად შეუდგა მეორე ვადით პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას.

როგორც წესი, მეორე ვადით არჩეული აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია უფრო მოკრძალებულია, ვიდრე პირველი. შესაბამისად, როგორც ცერემონიის ორგანიზატორები აცხადებენ, წელს დაახლოებით მილიონ დამსწრეს ელოდებოდნენ და არა რეკორდულ 1,8 მილიონს, როგორც ეს 2009 წელს, ბარაკ ობამას მიერ პირველი საპრეზიდენტო ფიცის დადების დროს იყო. ამასთან, ობამას წინამორბედი, ჯორჯ ბუში-უმცროსის ფიცის დადების ცერემონიას 2005 წელს 400 ათასზე ნაკლები ადამიანი დაესწრო. 2009 წლისგან განსხვავებით, წელს ასევე ნაკლები იქნება ოფიციალური წვეულების რიცხვიც – 2 და არა – 10.

აშშ-ის ისტორიაში რიგით 57-ე ინაუგურაციის ცერემონიამდე დაგეგმილი შოუ ამერიკელმა მომღერალმა ბიონსემ გახსნა, რომელმაც აშშ-ის ეროვნული ჰიმნი The Star-Spangled Banner შეასრულა. შოუში მონაწილეობენ სხვა მომღერლებიც.

ამერიკული გამოცემა The Week-ის ინფორმაციით, საზოგადოებრივ ცერემონიაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ჯერ კიდევ 7 იანვარს დაიწყო და მისი ფასი 60 დოლარი იყო.