loader

რუსეთის დუმასთან გეიების "საპროტესტო კოცნის" აქცია დაარბიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთის დუმასთან გეიების "საპროტესტო კოცნის" აქცია დაარბიეს

მოსკოვში, რუსეთის დუმის შენობასთან, ჰომოსექსუალმა დემონსტრანტებმა "საპროტესტო კოცნის" აქცია გამართეს. მათ ამ ფორმით საკანონმდებლო ორგანოში "გეი-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ" კანონის განხილვა გააპროტესტეს.

ჟურნალისტებსა და "საპროტესტო კოცნის" აქციის მონაწილეებს ათამდე ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც რუსული მედია იუწყება, თავდამსხმელებს შორის ერთ-ერთი იყო მართლმადიდებელი აქტივისტების ჯგუფის ცნობილი წევრი დმიტრი ენტეო.