loader

თოვლისგან შექმნილი "დისნეის" პერსონაჟები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თოვლისგან შექმნილი "დისნეის" პერსონაჟები

გამსკდარი მილები, გაჭედილი მანქანები, დახურული სკოლები - ეს მოკლე სიაა იმ პრობლემებისა, რომლებიც თოვლმა ბრიტანეთში გამოიწვია. თუმცა, უელსის ქალაქ კარფილის ერთ სამეზობლოში გადაწყვიტეს, რომ ცუდი ამინდი მათ გუნებას არ გაუფუჭებდა და საერთო ძალისხმევით, მთელ ქუჩაზე, თითქმის ყველა სახლის წინ მეზობლებმა თოვლისგან "დისნეის" პერსონაჟები შექმნეს და თავიანთი პატარა ქუჩა ნამდვილ "დისნეილენდად" გადააქციეს. მათ თოვლის კედელიც კი ააშენეს, რათა მოყინულ ქუჩაზე მანქანებისთვის შესასვლელი გადაეკეტათ.