loader

უმძიმესი კადრები წარსულიდან - 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი კადრები წარსულიდან - 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა (+18)

27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეა 2005 წლის 1-ელ ნოემბერს მიღებული რეზოლუციის შემდეგ აღნიშნავს. ეს თარიღი წითელი არმიის მიერ ოსვენციმის გათავისუფლებასთანაა დაკავშირებული. ოსვენციმის ბანაკი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი "სიკვდილის ფაბრიკა" იყო.

ოსვენციმის მუზეუმი გერმანული საკონცენტრაციო ბანაკების კომპლექსია, იგი პოლონეთის სამხრეთში, კრაკოვიდან 60 კმ. - ში მდებარეობს. აქ 1 300 000 ადამიანი აწამეს, რომელთაგან მილიონზე მეტი ებრაელი იყო.

1953 წელს იერუსალიმში გაიხსნა "იად ვა-შემი" (ქართულად -"ხსოვნა და სახელი") - კატასტროფისა და გმირობის ნაციონალური მემორიალი, რომელმაც ნაციზმის მსხვერპთა სახელები უკვდავყო.