loader

ბრაზილიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრაზილიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა

ბრაზილიაში, ქალაქ სანტა-მარიას ერთ-ერთ ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, აქედან 159-ის ამოცნობა უკვე მოხერხდა. სამაშველო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ნაწილი კვამლით გაიგუდა, ნაწილი კი ჭყლეტაში მოყვა. ხანძრის მიზეზი პიროტექნიკის არასწორი გამოყენება გახდა.
ინციდენტის დროს ღამის კლუბში 2000 ადამიანი იმყოფებოდა და აქედან გამომდინარე, მაშველები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.