loader

სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

სომხეთის დედაქალაქში საპრეზიდენტო არჩევნების ოპოზიციური კანდიდატი პარუირ აირიკიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, აირიკიანი კლინიკაშია მოთავსებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, რადგან ჭრილობები სასიკვდილო არ აღმოჩნდა.

პოლიციის განცხადებით, უცნობი თავდამსხმელი პრეზიდენტობის კანდიდატს ერევნის ცენტრში, საკუთარ სახლთან ახლოს დაესხა თავს და ცეცხლსასროლი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა.

63 წლის აირიკიანი ყოფილი დისიდენტია და ამჟამად ოპოზიციურ პარტიას "გაერთიანება: ნაციონალური თვითგანსაზღვრა" უდგას სათავეში.

სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები 18 თებერვალს გაიმართება.