loader

ბელგიელები პედოფილისთვის სასჯელის შემსუბუქების წინააღმდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბელგიელები პედოფილისთვის სასჯელის შემსუბუქების წინააღმდეგ

ბელგიაში საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა. დემონსტრანტები ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი საქმის გადახედვას აპროტესტებენ. პედოფილი, რომელმაც 6 გოგონა გაიტაცა, გააუპატიურა და ორი მათგანი მოკლა, 16-წლიანი პატიმრობის შემდეგ შინაპატიმრობაზე გადასვლას ითხოვს.

სასამართლოს წინ მყოფმა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა: "გულმოწყალება, რომელსაც ის ახლა ითხოვს, თავად არავისთან გამოუჩენია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავის ჩადენილს არ ნანობს. ამიტომ მოვითხოვთ, დატოვოთ ციხეში".

პატიმრისთვის სასამართლოში უსაფრთხოების უზრუნველყოფა 50 ათასი ევრო დაჯდა. სასამართლომ განაჩენი 18 თებერვლამდე უნდა გამოიტანოს. მსხვერპლის ზოგიერთმა მშობელმა, რომელსაც სასამართლოს ეფექტურობის არ სჯერა, უკვე მიმართა ადამიანთა უფლებების ევროპულ სასამართლოს.