loader

რიოს კარნავალზე ჭყლეტის დროს რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რიოს კარნავალზე ჭყლეტის დროს რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა

რიოს კარნავალზე, Cordao da Bola Preta-ს - ქუჩის ყველაზე დიდი აღლუმის - დროს საშინელი ჭყლეტა მოხდა. Cordao da Bola Preta-ს აღლუმში 2,5 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა, რაც, შესაძლოა, გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდეს რიოს კარნავალის ისტორიაში ადამიანთა რაოდენობის მიხედვით. მაგრამ 7 საათის განმავლობაში 30 გრადუსიან სიცხეში დგომა ბევრისთვის უსაფრთხო არ აღმოჩნდა: მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. ადამიანებს გული სიცხისა და დახუთულობისგან მისდიოდათ, რამაც კიდევ უფრო მეტი პანიკა და ჭყლეტა გამოიწვია. რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია.

ამან კიდევ ერთხელ წამოსწია საკითხი იმის შესახებ, თუ შეძლებს ბრაზილია გაუმკლავდეს კიდევ უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს: ფეხბურთის 2014 წლის ჩემპიონატსა და 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებს. რიო-დე-ჟანეიროს ხელისუფლებამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო.

euronews.net