loader

გერმანიაში თვითმფრინავის საფრენი ბილიკი ცენტრალურ მაგისტრალზე გადის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გერმანიაში თვითმფრინავის საფრენი ბილიკი ცენტრალურ მაგისტრალზე გადის

გერმანიის ქალაქ შკოიდიცში აეროპორტ The Leipzig/Halle-ის საფრენი ბილიკი ცენტრალურ მაგისტრალზე გადის. როცა მაგისტრალზე ათასობით ავტომობილი დაქრის, ხიდზე აშენებულ ასაფრენ-დასაფრენ ტრასაზე თვითმფრინავი მოძრაობს.

თანამედროვე აეროპორტის ტერმინალის აშენებისას საკმარისი სივრცე არ იყო. სწორედ ამიტომ სამი ხიდი აშენდა, რომელიც თვითმფრინავებს ემსახურება. ხიდები ავტომაგისტრალზე აიგო და საკმარისი სივრცე შეიქმნა იმისთვის, რომ აეროპორტმა თვითმფრინავები მიიღოს და არც ავტომობილის მძღოლებს შეექმნათ საცობის გამო პრობლემები.


საინფორმაციო პორტალი ამბები.გე