loader

ამერიკელი დედები ბავშვებს იარაღის გამოყენებას ასწავლიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკელი დედები ბავშვებს იარაღის გამოყენებას ასწავლიან

ამერიკელი დედები თავიანთ ქალიშვილებს იარაღის გამოყენების შემსწავლელ კურსებზე ატარებენ. მშობლების აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ცეცხლსასროლ იარაღთან მოპყრობა იცოდეს. ეს მათ მეტ თავდაჯერებულობას მიანიჭებთ და ექსტრემალურ სიტუაციაში უკეთ შეძლებენ თავის დაცვას. დედების განცხადებით, ზოგიერთ სიტუაციაში პოლიცია, შესაძლოა, ადგილზე დროზე ვერ მივიდეს, იარაღის გამოყენების დაუფლებით კი ბავშვი უფრო დაცული იქნება.