loader

დონეცკში ავიაკატასტროფას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონეცკში ავიაკატასტროფას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის ქალაქ დონეცკში ავიაკატასტროფას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, 12 მგზავრი მძიმედ დაშავდა.

თვითმფრინავი AN 24, რომელსაც ფეხბურთის გულშემატკივრები დონეცკის "შახტარისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად გადაჰყავდა, ოდესა-დონეცკის მიმართულებით შიდა ჩარტერულ რეისს ასრულებდა.

თვითმფრინავს ცეცხლი წაეკიდა და ავარიული დაშვება განახორციელა დონეცკის აეროპორტში. მგზავრთა უმრავლესობამ თვითმფრინავის აფეთქებამდე მოასწრო ლაინერიდან გადმოსვლა. ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა.