loader

BBC-ის ჟურნალისტები გაიფიცნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

BBC-ის ჟურნალისტები გაიფიცნენ

ინგლისის სხვადასხვა ქალაქში ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ის ჟურნალისტებმა 24-საათიანი გაფიცვა დაიწყეს.  ჟურნალისტები სამუშაო ადგილების შემცირებას აპროტესტებენ.

გაფიცული ჟურნალისტები სამსახურებრივ მოვალეობას 24 საათის განმავლობაში არ შეასრულებენ. "ჟურნალისტთა ნაციონალური კავშირის" ცნობით, BBC კადრების შემცირებას გეგმავს რამდენიმე გადაცემაში, მათ შორის, საერთაშორისო სამსახურში, Five Live-ში, Asian Network-ში, Newsbeat-ში.

BBC-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, კადრების შემცირება ხარჯების შემცირების მიზნით ხდება, რომელიც 5 წელიწადზეა გათვლილი. ამ პერიოდის განმავლობაში კორპორაცია ორი ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს.

2004 წლის შემდეგ BBC-ში უკვე შეამცირეს 7 ათასი თანამშრომელი.