loader

ძარცვა ჰოლივუდურად - ბრიუსელში 50 მილიონის ღირებულების ბრილიანტები გაიტაცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძარცვა ჰოლივუდურად - ბრიუსელში 50 მილიონის ღირებულების ბრილიანტები გაიტაცეს

ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში რვა შეიარაღებულმა ნიღბიანმა შვეიცარიაში მიმავალი თვითმფრინავიდან მილიონობით დოლარის ღირებულების ბრილიანტები გაიტაცა. როგორც მედია იუწყება, ბრილიანტების საერთო ღირებულება 50 მილიონ დოლარს აღემატება.

ბოროტმოქმედებს პოლიციის უნიფორმები ეცვათ და თან ავტომატური იარაღი ჰქონდათ.

ძარცვა ჰოლივუდური ბლოკბასტერის სცენარით განვითარდა. მაშინ, როდესაც უსაფრთხოების კომპანიის ავტომობილი ბრილიანტებს თვითმფრინავში ტვირთავდა, აეროპორტის ტერიტორიაზე ბოროტმოქმედები ორი მანქანით შეიჭრნენ. მთელ ოპერაციას, რომლის დროსაც არც ერთი ტყვია არ გავარდნილა და არავინ დაშავებულა, 5 წუთზე ნაკლები დასჭირდა.