loader

ულამაზესი სკულპტურა ახალ ზელანდიაში, რომელიც ნახატს ჰგავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ულამაზესი სკულპტურა ახალ ზელანდიაში, რომელიც ნახატს ჰგავს

ეს ულამაზესი სკულპტურა, რომელსაც "ჰორიზონტი" ეწოდება, ხელოვან ნილ დოუსონს ეკუთვნის და ახალ ზელანდიაში მდებარეობს. 15 მეტრი სიმაღლის და 36 მეტრი სიგანის ინსტალაცია ქარისგან აფრენილ ფურცელს ჰგავს და უზარმაზარი კერძო პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც ბიზნესმენ ალან გიბზის საკუთრებაა. "გიბზის ხელოვნების ფერმაში" ნილ დოუსონის სკულპტურის გარდა, 22-მდე ცნობილი ხელოვანის ნამუშევარია წარმოდგენილი.