loader

არჩევნების დროს კენიაში ათეულობით ადამიანი მაჩეტეთი მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არჩევნების დროს კენიაში ათეულობით ადამიანი მაჩეტეთი მოკლეს

სამართალდამცველების ცნობით, კენიაში არჩევნების დროს ათეულობით ადამიანი იქნა მოკლული. საარჩევნო უბნების გახსნამდე ოთხი კენიელი პოლიციელი მაჩეტეთი შეიარაღებული ახალგაზრდების მსხვერპლი გახდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსგავსი თავდასხმები რამდენიმე ქალაქში ერთდროულად განხორციელდა. მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ დაპირისპირება არ გადაიზრდება ხუთი წლის წინ არჩევნების დროს ტომებს შორის მომხდარ კონფლიქტში, რომელსაც 1200 ადამიანი ემსხვერპლა.

პრეზიდენტობის ორი მთავარი კანდიდატი დაპირისპირებულ ტომებს შორის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებიან ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი რაილა ოდინგა და უჰურუ კენიატა - კენიის პირველი პრეზიდენტის შვილი. ამ უკანასკნელს საერთაშორისო სასამართლომ კაცობრიობის წინაშე დანაშაულისთვის ბრალი წაუყენა.