loader

ვიეტნამის დედაქალაქში დაბალ და მსუქან პოლიციელებს მუშაობა აეკრძალათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიეტნამის დედაქალაქში დაბალ და მსუქან პოლიციელებს მუშაობა აეკრძალათ

ვიეტნამის დედაქალაქის ქუჩებში დაბალი და ღიპიანი პოლიციელები საავტომობილო მოძრაობის გაკონტროლებას ვეღარ შეძლებენ. ჰანოის მერიამ, პოლიციის იმიჯის გამოსასწორებლად, არადამაკმაყოფილებელ ფიზიკურ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები ოფისებში სამუშაოდ გადაიყვანა, ქუჩაში კი თვალისთვის "სასიამოვნოდ დასანახი" პოლიციელები გამოიყვანეს.

ქალაქის მოსახლეობა მიესალმება ამ სვლას. უკანასკნელი წლების განმავლობაში, ჭარბი წონის მქონე პოლიციელების წინააღმდეგ ზომები ტაილანდში, პაკისტანში, ბრიტანეთში, ინდონეზიასა და ფილიპინებშიც მიიღეს. რამდენიმე სახელმწიფოში პოლიციელებს სამუშაოზე აყვანამდე წონის დაკლება მოსთხოვეს.


ასევე იხილეთ:

ვიეტნამელი პოლიციელი ავტობუსის საქარე მინაზე გაეკრა


საცობი ვიეტნამის ქუჩებში