loader

ბაქოში არასანქცირებული აქცია წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით დაარბიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაქოში არასანქცირებული აქცია წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით დაარბიეს

ბაქოში გამართულ არასანქცირებულ აქციაზე 100-მდე ადამიანი დააკავეს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აქცია ბაქოში, შადრევნების მოედანზე 10 მარტს გაიმართა. მისი ორგანიზატორები იყვნენ ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები. პროტესტის მიზეზი აზერბაიჯანულ არმიაში წვევამდელების გახშირებული გარდაცვალების ფაქტები გახდა.

აქციის დაშლის დროს სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, ხოლო 100-მდე მანიფესტანტი დააკავეს. დაკავებულთა უმეტესობა ამ დროისთვის გათავისუფლებულია, მხოლოდ ოთხი დაკავებულის დაპატიმრების საკითხი უნდა გადაწყდეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, აქციაზე 1000-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მხოლოდ 2013 წელს აზერბაიჯანის ჯარში 15 ახალგაზრდა დაიღუპა.