loader

8 წლის ბიჭმა, გარდაცვლილი ბაბუის სულის "თხოვნით", 61 წლის ქალზე იქორწინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

8 წლის ბიჭმა, გარდაცვლილი ბაბუის სულის "თხოვნით", 61 წლის ქალზე იქორწინა

ზიმბაბვეში უცნაური საქორწინო ცერემონია გაიმართა: 8 წლის სანელეი მაზილელამ 61 წლის ელენა საბანგუზე იქორწინა.

ქორწილის ცერემონიას სიძისა და პატარძლის 100-მდე ნათესავი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ელენას ხუთი შვილი და მისი პირველი მეუღლეც. ნეფე-პატარძლის სიტყვებით, ცხოვრების ერთმანეთთან დაკავშირება მათ ბიჭის გარდაცვლილი ბაბუის სულმა "სთხოვა". ელენა საბანგუმ კი წინაპრებისადმი პატივისცემის ნიშნად, მეორედ გათხოვებაზე თანხმობა განაცხადა.

"მე ვუთხარი დედაჩემს, რომ მინდოდა დაქორწინება. საცოლედ ელენა ამოვირჩიე, ვინაიდან ძალიან მომწონს და ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ის გახდა ჩემი ცოლი. თუმცა ახლა სკოლაში სწავლას გავაგრძელებ და როდესაც გავიზრდები, ცოლად ვინმე უფრო ახალგაზრდას მოვიყვან", - ამბობს ახალდაქორწინებული სანელეი.