loader

შავი კვამლი სიქსტის კაპელაზე - პაპის არჩევა ჯერ ვერ მოხერხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შავი კვამლი სიქსტის კაპელაზე - პაპის არჩევა ჯერ ვერ მოხერხდა

ვატიკანში რომის პაპის არჩევნები დღესაც გაგრძელდება. გუშინ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 115 კარდინალი ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, სიქსტის კაპელაში ახალი პაპის ასარჩევად შეიკრიბა, თუმცა შავმა კვამლმა საზოგადოებას ამცნო, რომ პაპი ჯერ არ არის არჩეული.

კარდინალებმა შეთანხმების მიღწევა ვერ მოახერხეს. ჯერჯერობით არ არის გამოკვეთილი ფავორიტიც.

რომის პაპის არჩევნებში მსოფლიოს 48 ქვეყნიდან 115 კარდინალი მონაწილეობს. მათგან ყველაზე მეტი წარმომადგენელი – 28 კარდინალი იტალიას ჰყავს, 11 კი – აშშ-ს.

დღეს ხმის მიცემის ორი პროცედურა გაიმართება - დილით და შუადღით, ვიდრე ერთი კონკრეტული კანდიდატი ხმების ორ მესამედს (77 ხმას) არ მიიღებს.

2005 წელს რომის ახალი პაპის არჩევას, როცა საბოლოოდ ბენედიქტ XVI აირჩიეს, ოთხი ეტაპი დასჭირდა.