loader

ჩინური ბუნების თვალწარმტაცი პეიზაჟები "ყვითელი დრაკონის ხეობაში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩინური ბუნების თვალწარმტაცი პეიზაჟები "ყვითელი დრაკონის ხეობაში"

Huanglong Valley, ანუ "ყვითელი დრაკონის ხეობა" - ბუნების ჩინური საოცრებაა. თვალწარმტაცი პეიზაჟები სიჩუანის პროვინციაში მდებარეობს.

ხუანლუნი ცნობილია თოვლით დაფარული მწვერვალებით, მწვანე მინდვრებით, ჩანჩქერებითა და ცხელი წყაროებით. უზარმაზარ ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯიშის მცენარე შეგხვდებათ. ხუანლუნში ბინადრობს გადაშენების პირას მყოფი მრავალი ცხოველი, მათ შორის, გიგანტური პანდა და ოქროსცხვირიანი მაიმუნი.

მთავარი სანახაობა 3.6 კილომეტრზე გადაჭიმული ხეობაა, რომელიც თოვლიანი მწვერვალებითაა გარშემორტყმული. ველის გასწვრივ სხვადასხვა ფორმისა და ფერის გუბურებს შეხვდებით. იუნესკომ ხუანლუნი 1992 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.


საინფორმაციო პორტალი ამბები.გე