loader

რომის პაპი ფრანსისკ I მღვდლად "აკრძალული სიყვარულის" გამო ეკურთხა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომის პაპი ფრანსისკ I მღვდლად "აკრძალული სიყვარულის" გამო ეკურთხა?

არგენტინელმა ჟურნალისტებმა რომის ახლად არჩეული პაპის, ფრანსისკ I-ის ბავშვობის სიყვარულს მიაკვლიეს. ბუენოს აირესში მცხოვრები 76 წლის ამალია ირწმუნება, რომ ხორხე მარიო ბერგოლიომ მას შემდეგ გადაწყვიტა, "თავი ღმერთისთვის მიეძღვნა", რაც გაიგო, რომ ამალიას მას არ მიათხოვებდნენ.

"ხორხე მარიო კეთილი მეგობარი იყო, ყოველთვის ინტერესდებოდა ჩემი მდგომარეობით. დედამისი კი ღვთისმშობელს ჰგავდა. 12 წლის ასაკში ხორხე მარიოსგან ერთადერთი წერილი მივიღე, სადაც მწერდა, რომ დავქორწინდებოდით და მიყიდიდა დიდ, თეთრ სახლს, სადაც ოჯახს შევქმნიდით. უარის შემთხვევაში კი მღვდელი გახდებოდა. ეს წერილი მამაჩემის გაბრაზებად და მწარე სილად დამამახსოვრდა. მშობლებმა ამიკრძალეს, მისთვის მეპასუხა. ხორხე მარიო ბერგოლიომ კი შეასრულა პირობა და თავი ღმერთს მიუძღვნა. ვინ იფიქრებდა, თუ ის პაპი გახდებოდა?" - ამბობს ამალია ჟურნალისტებთან საუბრისას.

რომის 266-ე პაპი 13 მარტს, ორდღიანი არჩევნების შემდეგ დაასახელეს. ფრანსისკ I არგენტინელი კარდინალი, ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსი ხორხე მარიო ბერგოლიო 76 წლისაა.

guardian.co.uk-ის მიხედვით