loader

ბენედიქტ XVI გერმანიაში პერსონა ნონ გრატაა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბენედიქტ XVI გერმანიაში პერსონა ნონ გრატაა?

11 თებერვალს ბენედიქტ XVI-მ კათოლიკური ეკლესია დააბნია, როდესაც გადადგომის შესახებ განაცხადა. მსგავსი ფაქტი კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში უკვე ექვსი საუკუნეა არ მომხდარა. ამის მიუხედავად, გერმანელ კათოლიკეებში პაპის ამ ქცევას დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია: გერმანელები მათი თანამემამულე პაპის მიმართ დიდი ხანია აღარ არიან კეთილგანწყობილნი.

თუმცა, თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო. გერმანელი კათოლიკეები გახარებულები იყვნენ, როდესაც 2005 წლის აპრილში, გერმანელი ჯოზეფ რატზინგერი რომის პაპი გახდა. თუმცა გერმანელების გულისწყრომა მას შემდეგ დაიწყო, ბენედიქტ XVI-მ ეკლესიაში დააბრუნა მღვდლები, რომლებიც არ აღიარებდნენ ჰოლოკოსტს. შემდეგ ამას მოჰყვა მღვდელ-პედოფილებთან დაკავშირებული სკანდალები.

როდესაც 2011 წელს რომის პაპი ბენედიქტი გერმანიაში ჩავიდა, მას საკმაოდ ცივი დახვედრა მოუწყეს. საეჭვოა, რომ ბენედიქტ XVI სიკვდილამდე მოინახულებს მშობლიურ ბავარიას. გერმანიაში 150 000-მა ადამიანმა პროტესტის ნიშნად კათოლიკური ეკლესია დატოვა.


იხილეთ:

- ქუდების და ცხოველების მოყვარული პაპი - კადრები ბენედიქტ XVI-ის მოღვაწეობიდან

- ნიშანი ციდან? - პაპ ბენედიქტ XVI-ის გადადგომის შემდეგ წმინდა პეტრეს ბაზილიკას მეხი დაეცა