loader

ჰილარი კლინტონი ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰილარი კლინტონი ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეა

შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.

"განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ამერიკელები არიან ჩვენი კოლეგები, მასწავლებლები, ჩვენი ჯარისკაცები, მეგობრები და საყვარელი ადამიანები. ისინი არიან ისეთივე თანაბარუფლებიანი მოქალაქეები ამ ქვეყნისა, როგორც ყველა სხვა და იმსახურებენ ყველა იმ უფლებას, რასაც მათ შტატების მოქალაქეობა ანიჭებთ. მათ შორის - ქორწინების უფლებას. სწორედ ამიტომ ვუჭერ მხარს ჰომოსექსუალ წყვილთათვის ქორწინების უფლების მინიჭების ინიციატივას, როგორც პირადი სენტიმენტების, ასევე პოლიტიკური და სამართლებრივი მოსაზრებების გამო" - განაცხადა შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.

შეგახსენებთ, ერთსქესიანთა ქორწინების მხარდამჭერი განცხადება რამდენიმე თვის წინ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც გააკეთა.

იგი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელმაც გეი-ქორწინების იდეას მხარი ღიად დაუჭირა. აშშ-ის 50 შტატიდან 31-ში ერთსქესიანთა ქორწინება კანონით აკრძალულია.

Kvirispalitra.ge