loader

ისრაელში ბარაკ ობამას ფოტოები და ამერიკის დროშა დაწვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისრაელში ბარაკ ობამას ფოტოები და ამერიკის დროშა დაწვეს

ბარაკ ობამას ისრაელში ჩასვლას საპროტესტო დემონსტრაციების სერია მოჰყვა. ქალაქ ჰარბონში საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა მართინ ლუთერ კინგის ნიღბები გაიკეთეს და განაცხადეს, რომ მათ ქვეყანაში აპარტეიდია. დემონსტრანტებს რამდენიმე გამვლელმა ებრაელმა დასცინა, თუმცა, ისინი პოლიციამ ადგილს მალევე მოაშორა. გაცილებით დიდი აქცია მოაწყეს ღაზაში, სადაც ობამას ფოტოები და ამერიკის დროშა დაწვეს.

ვაშინგტონის განცხადებით, ბარაკ ობამა სამ დღიანი ვიზიტის ფარლებში ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენას შეეცდება. მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაებები 2010 წელს მას შემდეგ შეწყდა, რაც ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე ახალი დასახლების აშენება გადაწყვიტა.


მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით