loader

"უკრაინა არ არის ბორდელი" - Femen-ის შიშველი აქტივისტი ევროპარლამენტარს დაესხა თავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უკრაინა არ არის ბორდელი" - Femen-ის შიშველი აქტივისტი ევროპარლამენტარს დაესხა თავს

21 მარტს ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობასთან, უკრაინული ფემინისტური ორგანიზაცია Femen-ის ნახევრად შიშველი აქტივისტი ალექსანდრა შევჩენკო თავს დაესხა დეპუტატ ელმარ ბროკს. ბროკი გერმანელი დეპუტატია და ამჟამად ევროპარლამენტის ერთ-ერთ კომიტეტს ხელმძღვანელობს.

არსებული ინფორმაციით, ბროკი განსაკუთრებით ხშირად სტუმრობდა უკრაინელ სექს მუშაკებს, თუმცა, ამასთან, მისი ვიზიტების დროს უარყოფითად მოიხსენიებდა უკრაინელ ქალებს. სწორედ ამიტომ საშა შევჩენკომ ევროდეპუტატზე "შური იძია" და შეძახილებით: "უკრაინა არ არის ბორდელი", "ქალები არ არიან თქვენი მონები", რამდენჯერმე უთავაზა კიდეც. ბროკმა გააფთრებული აქტივისტისგან თავის დაძვრენა პოლიციის დახმარებით შეძლო.

Femen უკვე ხუთი წელია, აწარმოებს კამპანიას უკრაინაში სექსტურიზმის წინააღმდეგ და ებრძვის მათ, ვინც ამ საქმიანობაშია შემჩნეული.


იხილეთ:

- "რელიგია მონობაა" - FEMEN-ის შიშველი აქცია სტოკჰოლმში (+18)

- "მოკალი კირილი" - Femen-ის შიშველი აქტივისტი რუსეთის პატრიარქს დაესხა თავს

- FEMEN-ის აქტივისტებმა მამაკაცის სასქესო ორგანო განასახიერეს