loader

რომის პაპმა 12 პატიმარს ფეხები დაბანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომის პაპმა 12 პატიმარს ფეხები დაბანა

ახლად არჩეულმა რომის პაპმა ფრანცისკმა სააღდგომო დღესასწაულისთვის დაგეგმილი ღონისძიებები არასრულწლოვანი პატიმრებისთვის განკუთვნილ ციხეში დაიწყო. კათოლიკური სამყაროს ლიდერმა 12 პატიმარს ფეხები დაბანა და აკოცა. რიტუალში ორი მუსლიმანი ქალიც იღებდა მონაწილეობას. რიტუალის დაწყების წინ პაპმა ახალგაზრდებს მიმართა: "მას, ვისაც ყველაზე მაღალი პოსტი უჭირავს, სხვებს უნდა ემსახურებოდეს. ეს არის სიმბოლო, ეს არის ნიშანი. ის, რომ მე თქვენ ფეხებს გბანთ, ნიშნავს, რომ თქვენ სამსახურში ვარ".