loader

სულისშემძვრელი ამბავი 8 წლის სირიელ მებრძოლზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სულისშემძვრელი ამბავი 8 წლის სირიელ მებრძოლზე

ამერიკელი ფოტოჟურნალისტის სებასტიანო ტომადა პიკოლომინის მიერ გადაღებულმა ფოტომ ცივილიზებული სამყარო შოკში ჩააგდო. წითლებში ჩაცმული, 8 წლის სირიელი ბიჭი, სახელად აჰმედი, ფოტოზე სიგარეტით და იარაღით ხელშია აღბეჭდილი.

ეს ბიჭუნა ასაკის შეუფერებელი "თამაშებით" ერთობა. რამდენიმე თვეა, ნათესავ მამაკაცებთან ერთად ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის. სირიელი აჰმედი სიგარეტსაც ეწევა და დასახიჩრებული გვამები და სისხლიანი ქუჩები არ აშინებს. ფოტოგრაფმა კადრი სირიის ქალაქ ალეპოში გადაიღო. მისი ყურადღება ბარიკადებს მიღმა იარაღმომარჯვებულმა პატარამ მიიპყრო.

ინტერნეტში ვიდეოც განთავსდა, სადაც პატარა მებრძოლი, ალეპოს ქუჩებში იარაღით დარბის და "ალაჰის სადიდებლად" ყუმბარებს აფეთქებს. მებრძოლები აჰმედს ეკითხებიან მისი მშობლების შესახებ: "დედა და მამა ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. როცა დედა მოკვდა, მე მას შუბლზე ვაკოცე" - ყვება ბავშვი.

გაერო-ს მონაცემებით, სირიაში ორი წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად უკვე 60 ათასი ადამიანია დაღუპული.