loader

"ოფშორის საიდუმლოებანი" - "ევრონიუსი" საიდუმლო კომპანიების მფლობელების შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოფშორის საიდუმლოებანი" - "ევრონიუსი" საიდუმლო კომპანიების მფლობელების შესახებ

საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმის მიერ ორიოდე დღის წინ სხვადასხვა კუნძულებზე ოფშორული კომპანიების მფლობელთა გამომჟღავნებას, ტელეკომპანია "ევრონიუსიც" ეხმაურება. "ევრონიუსის" კორესპონდენტი შტეფან გრობე ICIJ-ის ერთ-ერთ რედაქტორს მაიკლ ჰადსონს ესაუბრა კონსორციუმის მიერ ჩატარებული გამოძიების შესახებ.

საგამოძიებო ჟურანალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ მოპოვებულმა საიდუმლო ჩანაწერებმა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, კუკის კუნძულებსა და სხვა ოფშორულ ზონებში მდებარე კომპანიების მფლობელების ვინაობა გამოამჟღავნა, რომელთა შორის მსოფლიოს 170 ქვეყნის პოლიტიკოსებსა და მილიარდერებთან ერთად, დასახელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც.
ICIJ-ის მონაცემებით, საქართველოს პრემიერი ვირჯინიის კუნძულებზე მდებარე ოფშორული კომპანია Bosherston Overseas Corp-ის მფლობელია.

კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ოფშორული კომპანიის მფლობელებს შორის დასახელდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი ოჯახი, ესპანელი ბარონესა კარმენ ტისენ-ბორნემიცა, ამერიკელი კომპოზიტორი დენის რიჩი და სხვები.
საგამოძიებო ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) ჟურნალისტები ოფშორული კომპანიების შესახებ ანგარიშს 15 თვის განმავლობაში ამზადებდნენ.

ICIJ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ გამოძიების პროცესში 120 ათას ოფშორულ კომპანიაზე 2,5 მილიონი ციფრული ფაილი გამოიკვლიეს.

ICIJ-ის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო პროექტში, სახელწოდებით "გასაყიდი საიდუმლოება: გლობალური ოფშორული ფულის ლაბირინთი" 46 ქვეყნის 86 ჟურნალისტი მონაწილეობდა. მათ გარდა პროექტში თანამშრომლობდნენ ისეთი ავტორიტეტული გამოცემების ჟურნალისტები, როგორებიც ბრიტანული "გარდიანი" და "ბი-ბი-სი", ფრანგული "ლე მონდი", გერმანული Suddeutsche Zeitung და Norddeustcher Rundfunk, ამერიკული "ვოშინგტონ პოსტი" და კანადური სამაუწყებლო კორპორაცია - CBC, ასევე მსოფლიოს 31 მედია ორგანიზაციების ჟურნალისტები.