loader

მოსკოვში სტალინის შვილიშვილი გაქურდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვში სტალინის შვილიშვილი გაქურდეს

საბჭოთა ბელადის შვილიშვილის, ევგენი ჯუღაშვილის საცხოვრებელი ბინის კარი მეზობლებს გატეხილი დახვდათ. როგორც აღმოჩნდა, ქურდებმა ბინის ორივე საკეტის გახსნა მოახერხეს და ბინიდან მხოლოდ კომპიუტერი წაიღეს.

77 წლის ევგენი ჯუღაშვილი, რომელიც იმ დროს თავის ვაჟთან, იაკობთან საქართველოში იმყოფებოდა, დარწმუნებულია, რომ ქურდები მის ხელნაწერებს ეძებდნენ.

მოსკოვში მდებარე სამოთახიანი ბინა ოფიციალურად სტალინის შვილთაშვილს, 40 წლის იაკობ ჯუღაშვილს ეკუთვნის, თუმცა, საცხოვრებლად მას მამამისი იყენებს.

გაქურდულ ბინაში ქურდებმა ხელუხლებელი დატოვეს 1938 წლით დათარიღებული ფაიფურის ქანდაკებები, რომელთაგან თითოეულის ფასი 50 000 რუბლს აჭარბებს. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ქურდები მართლაც დოკუმენტებს ეძებდნენ ან ბინა მოზარდებმა გატეხეს, რომლებმაც ამ ნივთების რეალური ფასი არ იცოდნენ.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია