loader

მარგარეტ ტეტჩერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარგარეტ ტეტჩერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

87 წლის ასაკში, ინსულტის შედეგად, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება.

ტეტჩერის პრესმდივნის, ლორდ ბელის ინფორმაციით, "რკინის ლედის" გარდაცვალების შესახებ მისმა შვილებმა მარკ და კაროლ ტეტჩერებმა განაცხადეს.

მარგარეტ ტეტჩერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1979-1990 წლებში იყო. მისი პრემიერობა ყველაზე ხანგრძლივი იყო მე-20 საუკუნეში. გადადგომის შემდეგ მან დაწერა წიგნი - "სახელმწიფოს მართვის ხელოვნება".

1992 წლის ივნისში მას ბარონესას ტიტული მიანიჭეს.

იხილეთ: მარგარეტ ტეტჩერის ვიზიტი თბილისში 1987 წელს