loader

გაიცანით პუტინის "ოცნება" - პრეზიდენტის ფოტოსესია ოთხფეხა მეგობრებთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაიცანით პუტინის "ოცნება" - პრეზიდენტის ფოტოსესია ოთხფეხა მეგობრებთან

კრემლის ოფიციალურ საიტზე "სულ სხვანაირი" ვლადიმერ პუტინის ფოტოები განთავსდა. ფოტოებზე პოდმოსკოვიეში მდებარე რეზიდენციაში პრეზიდენტისა და მისი საყვარელი ოთხფეხა მეგობრების მხიარული თამაშია ასახული. რუსეთის ფედერაციის პირველი პირი ორ ძაღლთან ერთად თოვლში გორავს და მათთან ერთად დარბის. ფოტოები პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის, ალექსეი დრუჟინინის მიერაა გადაღებული 24 მარტს, მაშინ, როცა მოსკოვში უზარმაზარი თოვლი მოვიდა.

ფოტოებზე პუტინი გადაღებულია ბულგარულ ნაგაზ ბაფისთან და აკიტა ინუსთან, სახელად იუმესთან (რაც იაპონურიდან თარგმანში "ოცნებას" ნიშნავს) ერთად. თუმცა კადრებში არ ჩანს პრეზიდენტის ყველაზე საყვარელი შინაური ცხოველი - შავი ლაბრადორი კონი. ბაფი პუტინს ბულგარეთის პრეზიდენტმა 2010 წლის ნოემბერში აჩუქა, ხოლო იუმე იაპონიის პრეფექტურამ გადასცა.