loader

მამაკაცმა თვალები ამოისვირინგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცმა თვალები ამოისვირინგა

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში მცხოვრები სვირინგის ოსტატი, 39 წლის ფერნანდო დოს სანტოსი სახიფათო ექსპერიმენტებზე უარს ვერ ამბობს.

ფერნანდოს არასდროს მოსწონდა საკუთარი თვალის ფერი და არც ლინზები ხიბლავდა. მან თვალის კაკალი სვირინგით მოიხატა, რათა ფერი გამუქებულიყო. ფერნანდოს სხეულის 70 პროცენტი სვირინგებითაა მოხატული.

"რამდენიმე დღე ტირილის დროს თვალიდან ცრემლის ნაცვლად, მელანი მდიოდა", - იხსენებს მხატვარი.

ოფთალმოლოგები პროცედურის წინააღმდეგ გამოდიან და ყველას აფრთხილებენ, რომ მსგავსი გართობა ფატალურად სრულდება. "ამ პროცედურის შემდეგ დიდი შანსია, მხედველობა დაკარგოთ", - აცხადებენ ექიმები.


საინფორმაციო პორტალი ამბები.გე