loader

Turkish Airlines-მა სტიუარდესებს წითელი პომადის წასმა აუკრძალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Turkish Airlines-მა სტიუარდესებს წითელი პომადის წასმა აუკრძალა

ავიაკომპანია Turkish Airlines-მა თავის კომპანიაში მომუშავე ბორტგამცილებლებს სამსახურის საათებში წითელი ან ვარდისფერი პომადის წასმა აუკრძალა. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ "მგზავრების უკმაყოფილებით" ახსნა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანია უარს ეუბნება სამსახურში მიღებაზე მათ, ვისაც სხეულზე გამოსაჩენ ადგილებზე სვირინგი ან პირსინგი აქვთ. დაშვებულია მხოლოდ მსუბუქი მაკიაჟი. სტიუარდესებს ასევე ეკრძალებათ უჩვეულო ვარცხნილობებისა და პარიკის ტარება. გასულ წელს ავიაკომპანიამ ბორტგამცილებლებს თმის წითლად და ქერად შეღებვა აუკრძალა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე