loader

ბელგიელი "ჯარისკაცის მამა" 18 წლის შვილს სირიაში ეძებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბელგიელი "ჯარისკაცის მამა" 18 წლის შვილს სირიაში ეძებს

მაშინ, როცა ევროკავშირის ჩინოსნები შეშფოთებას გამოთქვამენ სირიის სამოქალაქო ომში ევროპელი ახალგაზრდების ჩართულობის გამო და ჯერჯერობით ქმედით ნაბიჯებს ვერ დგამენ, ბელგიელი მამა 18 წლის შვილს ალეპოში ეძებს.

უკანასკნელი მონაცემებით, 600-მდე ევროპელი ახალგაზრდა, მეტწილად, საფრანგეთის, ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები, სირიაში ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ იბრძვიან. ეს ახალგაზრდები, სავარაუდოდ, კავშირში არიან რადიკალურ ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან, ან კიდევ იზიარებენ მათ შეხედულებებს და მოხალისეებად ერთვებიან ბრძოლებში.

დიმიტრი ბონტინჩიკი ჟურნალისტებს "სკაიპით" ესაუბრა. მისი თქმით, 18 წლის იეიუნმა განსხვავებულად დაიწყო აზროვნება მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ ბელგიაში რადიკალი ახალგაზრდები გაიცნო. "იეიუნმა წვერი გაიზარდა, უცნაურად ჩაცმა და დღეში ხუთჯერ ლოცვის რიტუალის ჩატარება დაიწყო. ჩემს შვილს ტვინი გამოურეცხეს" - ამბობს სასოწარკვეთილი მამა, რომელიც რამდენიმე კვირაა, შვილის საძებნელად სირიაში ჩავიდა.
დიმიტრის შვილი ჯერ არ უნახავს, თუმცა დარწმუნებულია, რომ თინეიჯერი მებრძოლი ალეპოშია.

სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება ორ წელზე მეტია, გრძელდება. სამთავრობო ჯარებსა და ოპოზიციურ ძალებს შორის სისხლიან დაპირისპირებას 70 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 4 მილიონი კი სხვადასხვა ქვეყანაში დევნილად იქცა.