loader

"თავისუფალი მედიის მტერი" ლიდერები და 90 დაღუპული ჟურნალისტი 2012 წელს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავისუფალი მედიის მტერი" ლიდერები და 90 დაღუპული ჟურნალისტი 2012 წელს

2012 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 90 ჟურნალისტი დაიღუპა. ასეთი შედეგები გამოაქვეყნა საერთაშორისო ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს, რომელიც 3 მაისს აღინიშნა.

ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში ხელისუფლება ასობით ჟურნალისტს დევნის და აკავებს. ამასთან, მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პარიზში იმ ლიდერების პოსტერები გააკრეს, რომლებიც მათი აზრით "თავისუფალი მედიის მტრები" არიან. ამ ნუსხაში 39 ქვეყნის თავკაცი მოხვდა, მათ შორის - ვლადიმერ პუტინი, რამზან კადიროვი, ილჰამ ალიევი და ალექსანდრ ლუკაშენკო.

ამასთან, 2013 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში, რომელიც ორგანიზაციამ რამდენიმე ხნის წინ გამოაქვეყნა, საქართველო მე-100 ადგილზეა.