loader

86 წლის დიქტატორს 80-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

86 წლის დიქტატორს 80-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გვატემალის ყოფილ პრეზიდენტს, 86 წლის ეფრაინ რიოს მონტს 80-წლიანი სასჯელი შეეფარდა. 50 წელი პრეზიდენტს ინდიელების გენოციდის გამო მიესაჯა, 30 წელი კი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. საბოლოო ჯამში, სასჯელი უფრო მძიმე გამოვიდა, ვიდრე ამას პროკურატურა მოითხოვდა.

"ეს განაჩენი ვერ წაშლის ჩვენს ტკივილს, მაგრამ იქნება იმის გარანტი, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს. ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. თუმცა, არც კი ვიცი შეიძლება თუ არა, ამას ბედნიერება ეწოდოს" - განაცხადა ერთნიკური ბრძოლის დროს დაღუპული ერთ-ერთი მოქალაქის დამ.

80-იან წლებში განხორციელებული გენოიციდის მსხვერპლთა ნათესავები, დიქტატორისთვის სასიკვდილო განაჩენს მოითხოვდნენ.

euronews.net-ის მიხედვით