loader

კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის

კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის, - აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტები. ადრე ითვლებოდა, რომ ამ ვირუსით დაავადებულ ადამიანთან კონტაქტი უსაფრთხო იყო.

საფრანგეთში ექიმებმა კორონავირუსით დაავადების მეორე შემთხვევა დაადასტურეს. ვირუსი საავადმყოფოს პალატაში ერთ პაციენტს მეორისგან გადაედო.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაავადების 34 შემთხვევაა რეგისტრირებული. აქედან 18 ადამიანი გარდაიცვალა. საფრანგეთის გარდა, ინფიცირებულები გერმანიაში, დიდი ბრიტანეთსა და იორდანიაშიც აღმოაჩინეს.

ამ სახიფათო დაავადების მთავარი სიმპტომები ატიპიური პნევმონიის ნიშნებს წააგავს: მაღალი ტემპერატურა, ხველა და გაძნელებული სუნთქვა.