loader

ჩეხეთის პრეზიდენტი შეხვედრებზე უგონოდ მთვრალი დადის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩეხეთის პრეზიდენტი შეხვედრებზე უგონოდ მთვრალი დადის

ჩეხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი სკანდალში გაეხვა. მისი გადამეტებული სიყვარული ალკოჰოლური სასმლისადმი ჟურნალისტებმა რამდენჯერმე შეამჩნიეს, თუმცა ამჯერად პრეზიდენტის საქციელმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. პრაღაში, სამეფო ძვირფასეულობის გამოფენის გახსნაზე, მილოშ ზემანი უგონოდ მთვრალი მივიდა. ცერემონიის განმავლობაში ქვეყნის პირველი პირი ბარბაცებდა და ძირს დავარდნისგან ცოტა დააკლდა. ერთ მომენტში მას დახმარების ხელი კარინალმაც კი გაუწოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კადრების გავრცელებისთანავე განაცხადა, რომ ზემანს ვირუსი აქვს და დასვენება ესაჭიროება. თუმცა ვიდეოში ნაჩვენებია სხვა ოფიციალური შეხვედრებიც, სადაც პრეზიდენტი ასევე "ვირუსით" იტანჯება.

მილოშ ზემანი 69 წლისაა. ის ჩეხეთის მესამე პრეზიდენტია. ზემანი მოვალეობის შესრულებას 2013 წლის 8 მარტს შეუდგა.