loader

სერგეი ლავროვი "ევროვიზიასაც" აკონტროლებს - რუსი დიპლომატი "მოპარულ" ხმებს ეძებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სერგეი ლავროვი "ევროვიზიასაც" აკონტროლებს - რუსი დიპლომატი "მოპარულ" ხმებს ეძებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანელ კოლეგა ელმარ მამედიაროვს ერთ-ერთ დიპლომატიურ შეხვედრაზე "ევროვიზიის" გამო საყვედური უთხრა. ლავროვმა მამედიაროვს პირდაპირ ჰკითხა, რატომ არ გაიმეტა აზერბაიჯანმა რუსი კონკურსანტისთვის, დინა გარიპოვასთვის ქულა და რატომ შეაფასა ქვეყანამ რუსი კონკურსანტი "ნული ქულით".

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს თავის მართლება მოუხდა. გაოცებულმა ელმარ მამედიაროვმა განაცხადა, რომ მობილური ტელეფონის ოპერატორების მონაცემებით, რუსეთის წარმომადგენელი დინა გარიპოვა ადგილობრივი ხმის მიცემის სისტემაში მეორე ადგილზე გავიდა და ეს ნიშნავს, რომ მას 10 ქულას მისცემდნენ. თუმცა, როდესაც ტელევიზიით პირდაპირ ეთერში ხმის მიცემა დაიწყო, რუსეთმა ქულები არ მიიღო.

რუსეთის პირველმა დიპლომატმა ამას "აღმაშფოთებელი ინციდენტი" უწოდა და განაცხადა, რომ გარიპოვას ქულები მოპარეს. არადა, რუსეთს აზერბაიჯანის წარმომადგენელი უმაღლესი - 12 ქულით შეუფასებია.

იხილეთ სტატია ამბები.გე-ზე