loader

საფრანგეთში პირველი გეი-ქორწილი გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საფრანგეთში პირველი გეი-ქორწილი გაიმართა

მას შემდეგ, რაც საფრანგეთის მთავრობამ ერთსქესიანი ქორწინება დააკანონა, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ქალაქ მონპელიეში გეი-ქორწილი გაიმართა. 40 წლის ვინსენტ ოტენის და 30 წლის ბრუნო ბუალოს ქორწინება მერიაში, თვით ქალაქის მერმა ჰელენ მანდრუმ დააკანონა. საქორწილო ცერემონიას, წყვილის ახლობლებთან ერთად, ასობით ცნობისმოყვარე ფრანგი ესწრებოდა, რომლებიც ქვეყნის პირველი გეი-ქორწილის მოწმენი გახდნენ.

რამდენიმეკვირიანი საპროტესტო გამოსვლებისა და ქუჩის ხმაურიანი დაპირისპირებების მიუხედავად, პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ერთსქესიანი ქორწინების შესახებ კანონს ხელი 18 მაისს მოაწერა.


ასევე იხილეთ:

შეტაკება პარიზში, ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე

გეი-ქორწინების მოწინააღმდეგემ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში თავი მოიკლა

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე