loader

წყალდიდობას ჩეხეთში ორი ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წყალდიდობას ჩეხეთში ორი ადამიანი ემსხვერპლა

ჩეხეთში წყალდიდობის გამო, რომელსაც უკვე ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყნის დედაქალაქ პრაღაში გადაკეტილია ცენტრალური გზები, გაჩერებულია საგარეუბნო მატარებლების მიმოსვლა, მეტრო მხოლოდ ნაწილობრივ მუშაობს. წყლის დონე კი დედაქალაქში თანდათან მატულობს.

ხელისუფლებამ რამდენიმე საგანგებო სხდომა ჩაატარა, სადაც სტიქიასთან ბრძოლისთვის 10 მილიონი ევროს გამოყოფა და რიგი რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გადაწყდა. საფრთხის ზონაში მოხვდა პრაღის ცნობილი ზოოპარკი, კარლის ლეგენდარული ხიდი და დედაქალაქის ისტორიული ცენტრი.

წყალდიდობაა ჩეხეთის მეზობელ ავსტრიაშიც, სადაც უკვე ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაკარგულად ითვლება. მეტ-ნაკლებად რთული მდგომარეობაა ქვეყნის დასავლეთში, ტიროლსა და ზალცბურგში. ვენაში საფრთხის მაღალი ნიშნულია გამოცხადებული.

სიტუაცია სულ უფრო სახიფათო ხდება გერმანიაშიც, სადაც მდინარე დუნაი გადმოვიდა ნაპირებიდან. გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, მსგავსი რამ ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში არ მომხდარა.