loader

თურქეთში მორიგ შეტაკებებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთში მორიგ შეტაკებებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა თურქეთში მომხდარი მორიგი შეტაკებების შედეგად. "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, 22 წლის აბდულა კომერთი, რომელიც ოპოზიციური, "ხალხის პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წევრი იყო, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

სტამბულსა და ანკარაში ამ დრომდე რჩება ათასობით დემონსტრანტი. გვიან ღამით სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის ორივე ქალაქში მოხდა შეტაკებები. დემონსტრანტები კვლავ მოითხოვენ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის გადადგომას, თუმცა თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამჟამად მაროკოში ვიზიტით იმყოფება, აცხადებს, რომ სიტუაცია მალე დალაგდება.

მომიტინგეების სოლიდარობის მიზნით თურქეთის პროფკავშირებმა ორდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს. სავარაუდოდ, გაფიცვები მოიცავს სკოლებსა და უნივერსიტეტებსაც. ამ დროისთვის ქვეყანაში 240 ათასი მუშაა გაფიცული.

ბოლო ორი დღის განმავლობაში მომხდარი შეტაკებების შედეგად 3 195 ადამიანია დაშავებული, ამათგან 25 მძიმე მდგომარეობაშია. ოთხდღიანი შეტაკებების შედეგად კი, პოლიციამ ქვეყნის 67 ქალაქში 1 700 ადამიანი დააპატიმრა.

იხილეთ: სისხლიანი შეტაკება სტამბულში - პროტესტის მესამე დღე თურქეთში