loader

პარიზელი ანტიფაშისტი ნეონაცისტებმა მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარიზელი ანტიფაშისტი ნეონაცისტებმა მოკლეს

18 წლის ანტიფაშისტური მორაობის წევრი კლემენ მერიკი პარიზში სკინჰედების მსხვერპლი გახდა. ოთხშაბათს დილით მას კასტეტებით შეიარაღებული ნაცისტების ჯგუფი თავს დაესხა. თვითმხილველთა თქმით, ჩხუბი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დანაშაულის ადგილი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მოინახულა. მისი თქმით, დამნაშავეები დაისჯებიან. საავადმყოფოში, სადაც კლემენ მერიკი მიიყვანეს, ექიმებმა ტვინის გათიშვის დიაგნოზი დაუსვეს. ჯერჯერობით არც ერთ ექსტრემისტულ ჯგუფს მომხდარის გამო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია.

მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით